|
2025-01-26 17:45:53, 1643 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ, 27 იანვარს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
ხვალ, 27 იანვარს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. შეხვედრა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი. საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებს, მათ შორის, ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს. ასევე, დღის წესრიგშია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების განხილვა. „საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, ყურადღებას გაამახვილებს ბოლოდროინდელ მოვლენებზე და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში სწრაფად ცვლად ვითარებაზე. ამ პუნქტის ფარგლებში მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხებიან”, - აღნიშნულია ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)