|
2025-01-25 16:18:44, 854 ნახვა
პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა
ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა - მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა,- ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. „როგორც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა. „ოცნების“ ბოლო დღეების პოზიციონირებაც ამას ადასტურებს. კარგია, რომ აცნობიერებს ამ თავდასხმის პოლიტიკურ, სამართლებრივ და საერთაშორისო შედეგებს. თუმცა, გაძრომის საშუალებას არ მოგცემთ! თავდასხმის დღიდან ინტენსიურ გამოძიებას ვაწარმოებთ. მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა. დაკვეთა - ივანიშვილის, აღსრულება - თავდამსხმელებთან ერთად სუს-ის და პოლიციის, „შერატონ ბათუმის“ დახმარებით. გახარიას მთელი დღის განმავლობაში სუს-ი და პოლიცია აკონტროლებდა. თავდამსხმელები წინასწარ იყვნენ განლაგებულები „შერატონ ბათუმის“ ლობიში, ბარის მხარეს და ელოდებოდნენ, გახარია როდის შემოვიდოდა. შემოსვლის ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. მეტიც, ჩვენმა გამოძიებამ გაარკვია, რომ „ოცნება“ წინასწარ იყო დალაგებული „შერატონთან“ 5 - ვარსკვლავიან სასტუმროში თავდასხმის დროს არც „რისეფშენი“ იყო და არც დაცვა. ამ წინასწარი გარიგების შედეგი იყო მათ შორის ის, რომ ბატონი ქორიძის ეპიზოდზე „შერატონს“ პოლიციაში არ დაურეკავს. უამრავი დეტალი გვაქვს დადგენილი, როგორ და რატომ დააგვიანა პოლიციამ, როგორ ანადგურებდა მტკიცებულებებს „შერატონი“, სუს-ის წარმომადგენელი, გაწმენდის მიზნით, როგორ უმოწმებდა ტელეფონებს „შერატონის“ დაცვას, პოლიციამ იმავე ღამეს როგორ გაიტაცა უსაფრთხოების უფროსი (რომელიც კამერებზეა პასუხისმგებელი) და როგორ კოორდინირებულად მუშაობდა პროკურატურა და „შერატონი“ კამერების ჩანაწერების მძევლად ასაყვანად. არც ის დაგვრჩენია ყურადღების მიღმა აჭარის მთავრობა როგორ მუშაობს „შერატონის“ გენერალურ დირექტორთან და პროკურატურაში დალაგებულ ტექსტებს როგორ გვწერენ. კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა“,- წერს მეზვრიშვილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)