10:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 16:37:56, 976 ნახვა

ომი უკრაინაში
ზახაროვა - უკრაინაში ნატო-ს ინტერვენცია უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის

უკრაინაში ნატო-ს ძალების ჩარევა კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და რუსეთისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ნატო-ს ძალების ჩარევა უკრაინაში კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ დასავლეთის ქვეყნები გეგმავენ თავიანთი ჯარების განლაგებას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად.

„16 იანვარს ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა იანვრის დასაწყისში გამართეს დახურული მოლაპარაკებები პოტენციური სამშვიდობო მისიის ფარგლებში ორი ქვეყნის სამხედრო ნაწილების უკრაინაში გაგზავნის შესახებ. 18 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, დემილიტარიზებული ზონის „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics