|
2025-01-23 14:43:49, 513 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი
უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, მარტივი პასუხი შეიძლება გასცე. დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ მათ გასცენ ამ ყველაფერს სწორი პასუხი იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტისთვის, თუ არა ბევრად უფრო მეტისთვის, არის აბსოლუტურად მიუღებელი 2 სქესის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილი ვერ პასუხობს კითხვას, რამდენი სქესი არსებობს, რადგან მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან უნდათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ იციან, რომ მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ. უმარტივესი კითხვაა, არსებობს 2 სქესი, მარტივი პასუხი შეიძლება გასცე. დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ მათ გასცენ ამ ყველაფერს სწორი პასუხი იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტისთვის, თუ არა ბევრად უფრო მეტისთვის, არის აბსოლუტურად მიუღებელი 2 სქესის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება. მე დარწმუნებული ვარ, ამის გამო მათ ერთი სული აქვთ გასცენ სათანადო პასუხი ამ შეკითხვას, მაგრამ ვერ ბედავენ იმიტომ, რომ ეშინიათ საკუთარი პატრონების. აქედანაც ჩანს, რომ აბსოლუტურად, ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე იმართებიან გარედან. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის განწყობა, ქართველი ხალხის ინტერესები. ერთადერთი, ვისი განწყობა და ინტერესებიც აინტერესებთ, ეს არიან მათი უცხოელი პატრონები. სხვა ახსნა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავებას უბრალოდ არ აქვს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)