|
2025-01-23 13:55:39, 439 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბაჩიაშვილი - გლობალური ომის პარტიის ნარატივის გავრცელება შემომთავაზეს, რაზეც უარი ვთქვი
ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მას შესთავაზეს „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ წერილების გამოქვეყნება, თუმცა მან ეს წინადადება უარყო. ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული ნარატივი მის თვალწინ იქმნებოდა და მას სთხოვდნენ მსგავსი შინაარსის მასალების გავრცელებას. მისი თქმით, უარის მიზეზი იყო ის, რომ ივანიშვილის საქმეებში არ იკვეთებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ან გარე ძალების კვალი, და ყველა სასამართლო პროცესი მათ სასარგებლოდ დასრულდა. „გლობალური ომის პარტია“ არის „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც არსებობს ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ჩართვას რუსეთის წინააღმდეგ ომში. ბაჩიაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ასეთი ძალები არსებობდნენ, ისინი ივანიშვილის მხარეს მოქმედებდნენ, რადგან ყველა სასამართლო პროცესი მათ სასარგებლოდ დასრულდა." განაცხადა ბაჩიაშვილმა. გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2023 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მისი პროცესი გაიმართა, სადაც მან აღნიშნული განცხადებები გააკეთა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)