12:15 - 17 Aug, 2026
|
2025-01-22 09:53:00, 512 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სამართალდამცველები მიგრანტების დაკავებას სკოლებსა და ეკლესიებშიც შეძლებენ
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარს ამბობს პოლიტიკაზე, რომელიც ზღუდავდა მიგრანტების დაკავებას სკოლებსა და ეკლესიებში, – ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ წერს. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიხედვით, სამართალდამცველები შეძლებენ მიგრანტების დაკავებას ისეთ ადგილებში, როგორიცაა სკოლები და ეკლესიები. „ეს ქმედება აძლიერებს სასაზღვრო დაცვისა და საიმიგრაციო სამსახურის მამაც ქალებსა და მამაკაცებს, რათა აღასრულონ ჩვენი საიმიგრაციო კანონები და დააკავონ კრიმინალები, მათ შორის მკვლელები და მოძალადეები, რომლებიც უკანონოდ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. კრიმინალები ვეღარ შეძლებენ დაკავების თავიდან ასაცილებლად ამერიკის სკოლებსა და ეკლესიებში დამალვას“, – აღნიშნულია აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)