|
2025-01-22 09:27:54, 511 ნახვა
პოლიტიკა
რიჰარდ კოლსი - არაფერს თუ არ მოვიმოქმედებთ, ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია და რეპრესიებით საზრდოობს
არაფერს თუ არ მოვიმოქმედებთ, ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია და რეპრესიებით საზრდოობს, ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვითარება სწრაფად უარესდება. „ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ მათი მთავრობა ძალადობით, რეპრესიებითა და ტყუილებით პასუხობს. „ქართული კოშმარის“ პარტიამ თავის ყველა ვალდებულებაზე უარი თქვა, ისინი აჩუმებენ ოპოზიციას, ავიწროებენ ჟურნალისტებს და ძალადობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რეჟიმი აბუჩად იგდებს დემოკრატიას. პრინციპების უკან იმალებიან მაშინ, როდესაც მათ ყველა ქმედებით თელავენ. მათი პროპაგანდა პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან არის. იმდენად აბსურდულია, რომ სასაცილოა, თუმცა საგანგაშო თავისი მიზნით. ისინი საკუთარ თავს სტაბილურობის დამცველებად წარმოაჩენენ მაშინ, როდესაც ქაოსს თესავენ და საკუთარ მოქალაქეებს იღებენ სამიზნეში. არაფერს თუ არ მოვიმოქმედებთ, ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია და რეპრესიებით საზრდოობს. ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს. ქართველ ხალხს არ აქვს ფუფუნება, დარჩეს საკუთარი ევროპული გზის მოძულეთა ტყვეობაში“, – განაცხადა კოლსმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)