08:49 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 11:53:39, 494 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - ვინმე თუ ცდილობს, პროპაგანდაში ჩართოს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფაქტორი, ის მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების მოტყუებას

დადგა ის 20 იანვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა თავის პროპაგანდაში, იმ ტყუილების ტირაჟირებაში, რომელსაც ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ. თუმცა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვნახეთ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, ვინმეს თუ ჰგონია და კიდევ ცდილობს, პროპაგანდაში ჩართოს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფაქტორი, ის მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების მოტყუებას.

„დადგა ის 20 იანვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა თავის პროპაგანდაში, იმ ტყუილების ტირაჟირებაში, რომელსაც ცდილობდნენ, რომ საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ. თუმცა, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვნახეთ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების და არა „ქართული ოცნების“ მიმართ. ეს მხარდაჭერა გამოიხატა ძალიან მკაფიო პოლიტიკურ პოზიციებში, მათ შორის „ქართული ოცნების“ არაღიარების მიმართულებით, კონკრეტული სანქციების დაწესებით ყველა იმ პირზე, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაზე. ვხედავთ, რომ ეს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ და რეჟიმის საწინააღმდეგოდ უფრო და უფრო ფართომასშტაბიანი ხდება.

ამ მოცემულობაში, ვინმეს თუ ჰგონია და კიდევ ცდილობს, პროპაგანდაში ჩართოს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფაქტორი, ის მიზანმიმართულად ცდილობს, მოატყუოს საზოგადოება. ვნახეთ, რომ თავად „ქართულ ოცნებასაც“ აღარ სჯერა ამის. მათი წარმომადგენლები განცხადებებში თავიდან ამბობდნენ, რომ 20 იანვრის მერე ეს ურთიერთობები გადაიტვირთებაო, შემდეგ ნარატივში შემოიტანეს – იმედი გვაქვს, გადაიტვირთებაო. ახლა გაჩნდა განცხადება, რომ ეს გადატვირთვა დამოკიდებულია არა აშშ-ის პრეზიდენტის ცვლილებაზე, არამედ რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის დასრულებაზე. ეს ყველაფერი არის ტყუილი, რომელიც ემსახურება მხოლოდ დროის გაჭიმვას, რათა მეტი ფული და ქონება გადაარჩინოს ივანიშვილმა საერთაშორისო სანქციებს. ისინი ცდილობენ, საზოგადოებაში ტყუილით შეიტანონ იმედის განცდა და მოლოდინი, რათა მეტი ფულის გადარჩენა მოახერხონ. ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება და ეს გამარჯვება ძალიან ახლოს არის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics