|
2025-01-18 15:20:33, 604 ნახვა
მსოფლიო
ანალენა ბერბოკმა უარი თქვა ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა სხდომა დატოვა
„ბილდის“ ცნობით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტში უთანხმოებაა. როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უარი თქვა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა კაბინეტის სხდომა დატოვა. როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი არის ის, რომ შოლცი ბლოკავს უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გადაცემას გერმანიაში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე. გერმანული მედიის ცნობით, მანამდე ბერბოკმა ხმამაღლა გააკრიტიკა კანცლერის ვეტო. ბერბოკის თქმით, ოლაფ შოლცის ქცევა ზიანს აყენებს ევროპელი მოკავშირეების ნდობას გერმანიის მიმართ. ცნობისთვის, გასულ კვირას „შპიგელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი არჩევნებამდე უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას ითხოვდნენ, მაგრამ შოლცმა ეს წინადადება დაბლოკა. თავად შოლცმა განმარტა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდის წინააღმდეგია, თუ ეს მოითხოვს ბიუჯეტის სხვა პუნქტების შემცირებას.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)