|
2025-01-18 14:21:05, 543 ნახვა
პოლიტიკა
შსს-ს წინ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებმა მოითხოვეს, შეუჩერდეს პოლიციის მაღალჩინოსან დგებუაძეს უფლებამოსილება
შინაგან საქმათა სამინისტროსთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლები მოითხოვენ, ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის უფლებამოსილება. ჟურნალისტები თვლიან, რომ მოძალადე პოლიციის უფროსი თანამდებობიდან უნდა გადადგეს შემდეგ კი პატიმრობაში მიეცეს. ჟურნალისტის ნინია კაკაბაძის განცხადებით, რომ ახლა მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უკანონოდ დაპატიმრებულებს საპყრობილის კარი გაუხსნან.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „მედიასთან ომს ვერ მოიგებთ“ – ამ და სხვა შინაარსის ბანერები აქვთ ადგილზე მიტანილი მედიის წარმომადგენლებს. ადგილზე სხვადასხვა ტელემაუწყებლობის ჟურნალისტები, წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსები და სხვადასხვა სააგენტოს ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი ისჯება ჟურნალისტური საქმიანობისთვის, ამიტომ მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)