|
2025-01-18 11:51:57, 495 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საქართველოსა და სერბეთში საპროტესტო აქციები თავისუფლებისთვის, რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სერბეთში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოსა და სერბეთში საპროტესტო აქციები თავისუფლებისთვის ბრძოლაა. „საპროტესტო აქციები საქართველოში და საპროტესტო აქციები სერბეთში ერთი და იგივე ბრძოლაა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, დამოუკიდებლობისთვის და რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. გუშინ სერბმა დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და სახელმწიფო ტელევიზიის წინააღმდეგ გამართეს. აქციის მონაწილეებმა ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა მოითხოვეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)