|
2025-01-18 08:13:41, 500 ნახვა
მსოფლიო
კალასი - პუტინს არ შეუცვლია თავისი მიზნები და არაფერი შეცვლილა ბრძოლის ველზე, ამიტომ სანქციების გაუქმების არანაირი საფუძველი არ არსებობს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების საფუძველს. ამის შესახებ მან „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს სჭირდება სანქციები, რადგან ეს არის ბრიუსელის გავლენის ბერკეტი და ამაზე უარის თქმა ძალიან უცნაური იქნებოდა. „არაფერი შეცვლილა. პუტინს არ შეუცვლია თავისი მიზნები და ბრძოლის ველზე არაფერი შეცვლილა. ამიტომ არ არსებობს სანქციების გაუქმების არანაირი საფუძველი“, – აღნიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა. კალასმა განმარტა, რომ სანქციების ნაადრევი მოხსნის შემთხვევაში ევროკავშირი გაცილებით სუსტ პოზიციაში აღმოჩნდება. „არ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების ინტერესებშია ახლა სანქციებზე უარის თქმა“, – აღნიშნა კალასმა. მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ევროკავშირის სანქციების გაგრძელების, სანამ ეს საკითხი არ განიხილება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდთან.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)