|
2025-01-17 15:16:45, 593 ნახვა
სამართალი
სააკაშვილი - საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მურუსიძე, ეს გვარი გაგონილი არ მქონდა
„ხშირად იძახიან: „მურუსიძეები და რაღაც სააკაშვილის დროსაც იყო“. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მაშინ მურუსიძე. ეს გვარი გაგონილი არ მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი პრეზიდენტობის დროს, „სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო, ქვეყანა ორიენტირებული იყო განვითარებასა და მომავალზე“. „ხშირად იძახიან: „მურუსიძეები და რაღაც სააკაშვილის დროსაც იყო“. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მაშინ მურუსიძე. ეს გვარი გაგონილი არ მქონდა. სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო. სასამართლო იყო სადღაც, იქ. ცხოვრების ცენტრი სხვა რაღაცაზე იყო ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე. ამათ პოლიტიკა გადააქციეს დაჭერის, ცემის ქმედებებად“, - აღნიშნა სააკაშვილმა. ამასთან, სააკაშვილმა ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავი კოშმარულ სიზმარში გონია, ვინაიდან მის დროს ხელმოწერილი ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ „თავზე გადაგვახიეს“. „თქვენ გგონიათ გამასამართლებთ და რაღაცას მომისჯით თქვენი ე.წ. სასამართლოთი და შემდეგ ამერიკასთან წყნარად დაალაგებთ ურთიერთობებს. გქონდეთ ამის იმედი... მე მგონია, რომ ჩვენი ხალხი სხვანაირად განკარგავს. ჩემ დროს ხელმოწერილი ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ თავზე გადაგვახიეს და გავიხედე და სომხეთმა მოაწერა ამ ხელშეკრულებას ხელი. თავი მგონია კოშმარულ სიზმარში“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)