14:02 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 03:15:20, 592 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის უფლება

ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის უფლება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის მედიის ცნობით, ერდოღანმა შეშფოთება გამოთქვა ისრაელის მხრიდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ღაზაზე თავდასხმების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუშალოს ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში.

„შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის მიერ შეტევებისა და ხოცვა-ჟლეტვის გაგრძელება დღეს სამართლიანად ზრდის ჩვენს შეშფოთებას. ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და ბოროტად გამოყენების უფლება“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, შეასრულოს ვალდებულებები ღაზის მოსახლეობის მიმართ.

„მსოფლიომ უნდა შეასრულოს თავისი სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა ღაზის მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს, უმეტესად ქალები და ბავშვები, ღაზა არ დანებდა, ვერ დაიმორჩილეს და ღაზელები არ დაემორჩილნენ მჩაგვრელებს. ახლა ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე, როგორიცაა ისრაელის მიერ ღაზაში გამოწვეული მასიური ნგრევის აღმოფხვრა და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics