11:11 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 20:03:31, 522 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე დებატებს გამართავს

ევროპარლამენტი მომდევნო კვირას „საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე” დებატებს გამართავს. ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომდევნო კვირის განრიგში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გამართავს “დებატებს პოლიტიკურ არეულობაზე საქართველოში და მიმდინარე რეპრესიებზე ბელარუსში”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასევე კენჭისყრა გაიმართება ბელარუსის რეზოლუციაზე.

ამასთან, “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროპარლამენტი საქართველოზე დებატებს 21 იანვარს გამართავს, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე კენჭისყრა თებერვლის სესიის პირველ სხდომაზე გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics