|
2025-01-16 17:09:55, 1678 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო თურქეთის ქალაქ საქარიაში უბნის გახსნას აპირებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად თურქეთის ქალაქ საქარიაში საარჩევნო უბნის გახსნა იგეგმება, გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებისთვის უბნები ადრე სტამბოლშიც გახსნილა, თუმცა მათ მუშაობას გარკვეული პრობლემები ახლდა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დმიტრი მარშანის სიტყვებით, უბნის საქარიაში და არა სტამბოლში გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ „ორგანოების ყურადღება არ მიიპყრონ“. დე ფაქტო უწყებამ ამ საკითხზე კონსულტაცია გაიარა თურქეთში „აფხაზეთის უფლებამოსილ წარმომადგენელთან“ იბრაჰიმ ავიძბასთან. უბნები 15 თებერვლის "არჩევნებისთვის" ასევე გაიხსნება მოსკოვსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში. ყაბარდო-ბალყარეთში უბნის გახსნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, დღეს ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "პრეზიდენტობის" კანდიდატად დაარეგისტრირა კომერციული ბანკის, „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ თავმჯდომარე ადგურ ხურხუმალი, რის შემდეგაც კანდიდატების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის პოსტისთვის იბრძვიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა, რუსეთის ფედერაციაში ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი ოლეგ ბარციცი, ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი" და ოპოზიციური „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა, ასევე "კონტროლის პალატის" ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა. საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ "დამოუკიდებლობას" ცნობენ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)