|
2025-01-16 16:32:27, 368 ნახვა
პოლიტიკა
მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორისთვის, მზია ამაღლობელისთვის, პატიმრობის შეფარდების საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს. ადვოკატების სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 15 იანვარს შევიდა. „შემთხვევის ადგილას სამართალდამცველების დიდი რაოდენობა იმყოფებოდა და თუ ვინმეს მოწმის სტატუსი აქვს, შეუძლებელია, ობიექტურად, მზია ამაღლობელმა ზემოქმედება იქონიოს მათზე... მზიას ქმედება კი ვერ შეფასდება თავდასხმად. მიუხედავად ამისა, ბრალდების ეს ვერსიაც სასამართლომ დასაბუთების გარეშე გაიზიარა“, - განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა „წინასწარი პატიმრობის“ შესახებ საუბრის დროს. მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი). 14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)