14:54 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 14:50:19, 459 ნახვა

მსოფლიო
არარატ მირზოიანი - სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებელია რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ორიენტირებისთვის

სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებელია რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ორიენტირებისთვის, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ერევანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები საგრძნობლად გამყარდა, ამიტომ ამ ურთიერთობების ტრანსფორმაცია სტრატეგიულ პარტნიორობამდე არის შესაბამისი და მნიშვნელოვანი.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის მიერ შეერთებულ შტატებთან ხელმოწერილი დოკუმენტი იქნება ურთიერთობების სამომავლო საგზაო რუკა.

„დაე, სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, იყოს სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაღრმავების დადასტურება და საერთო მიღწევებით სავსე მომავლის საგზაო რუკა“, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.

სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 14 იანვარს მოაწერეს ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics