22:21 - 13 Aug, 2026
|
2025-01-16 10:57:17, 2139 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ვორონეჟის ნავთობბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა
უკრაინამ ვორონეჟის ოლქში მდებარე რუსულ ნავთობბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც რუსული სამაშველო სამსახურები ათობით მანქანითა და 2 სახანძრო მატარებლით ცდილობენ. ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, უკრაინამ ათზე მეტი დრონით ვორონეჟის ოლქის 3 რეგიონზე მიიტანა იერიში. "ხანძრის ჩაქრობის პროცესი რთულად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ნავთობბაზაზე განმეორებითი იერიში არ ყოფილა. ცეცხლის ჩასაქრობად 2 მეზობელი რეგიონიდან გაგზავნილია დახმარება". – ამბობს გუსევი. ბოლო მონაცემებით იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)