|
2025-01-15 08:35:20, 412 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტი დააკავეს
სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი გამომძიებლებმა მეორე მცდელობის შემდეგ დააკავეს, - ინფორმაციას BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულებისთვის იუნ სუკ ოილის რეზიდენციასთან პოლიციამ დაახლოებით 1000 ოფიცერი განათავსა. იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებული მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ პოლიციას იუნ სუკ იოლის დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა იუნ სუკ იოლის დაკავება რამდენიმე დღის წინაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც სასამართლომ დაკავების ორდერის ვადა გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს ის პრეზიდენტის პოსტიდან თუ თანამდებობაზე აღადგინოს. იმპიჩმენტის საკითხზე სასამართლო პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა იუნ სუკ იოლი სასამართლოში არ გამოცხადდა და პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით იუნ სუკ იოლს ბრალი ამბოხებაში ედება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)