16:18 - 15 Aug, 2026
|
2025-01-14 13:53:55, 464 ნახვა
საზოგადოება
საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს მთავრობა 10 000 ლარს გადასცემს
გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვის ოჯახს, ერთჯერადი დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობა 10 000 ლარს გადასცემს - აღნიშნული განკარგულება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც 8 იანვრით არის დათარიღებული. განკარგულების მიხედვით, ვიტალი ჭოლარიას თანხას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გადასცემს. ცნობისთვის, 5 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში, რომელშიც ჭოლარიების ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 5 მცირეწლოვანი დაიღუპა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)