|
2025-01-14 11:57:00, 437 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში მშობლებს, რომლებიც ლუკაშენკას უპირისპირდებიან, ბავშვებს ართმევენ
2025 წლის დასაწყისიდან ბელარუსის სამეურვეო ორგანოებს გაუადვილდათ ბავშვის ჩამორთმევა მშობლებისთვის, რომლებსაც ოპოზიციური შეხედულებები აქვთ. ახლა ეს შეიძლება დაემართოთ არა მხოლოდ ოჯახებს, რომლებშიც ერთი მშობელი მაინც არის ნასამართლევი სისხლის სამართლის მუხლით პროტესტის ან „ექსტრემიზმისთვის“, არამედ მათაც, ვინც პასუხისმგებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.11 მუხლის მიხედვით („ექსტრემისტული მასალების გავრცელება“). მაგალითად, თუ ადამიანმა გამოაქვეყნა ბელარუსში აკრძალული რომელიმე არასახელმწიფო მედიასაშუალების ბმული, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტო აკრძალული ემბლემით, მოიწონა პოსტი „ექსტრემისტი“ მეგობრის გვერდზე, ან დატოვა კომენტარი „ექსტრემისტულ“ საჯარო გვერდზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი „ექსტრემისტული მასალების“ სია ყოველდღიურად ახლდება და ათასობით ერთეულს შეიცავს. ასეთ ოჯახს შეუძლია მიიღოს „სოციალურად საშიშ სიტუაციაში“ მყოფის სტატუსი (СНС, „сацыяльна небясьпечным становішчы“). ეს სტატუსი ნიშნავს, რომ შესაძლოა ბავშვები ასეთი ოჯახებიდანაც წაიყვანონ ბავშვთა სახლებში და მათ მშობლებს მშობლის უფლებები ჩამოერთვათ. ბელორუსები რომლებიც ლუკაშენკას რეჟიმს ეწინააღმდეგებიან, რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს მოუყვნენ, როგორ მიენიჭათ მათს ოჯახებს სტატუსი „სოციალურად საშიში“ და როგორ ემუქრებოდნენ მათ შვილების ჩამორთმევით. გამოკითხულთაგან არცერთს არ ეპარება ეჭვი, რომ ხელისუფლება მათზე პოლიტიკური მიზეზების გამო ახორციელებს ზეწოლას, ცდილობს აიძულოს ისინი, რომ გაჩუმდნენ და არ გამოთქვან თავიანთი აზრი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)