|
2025-01-14 09:51:56, 717 ნახვა
საზოგადოება
ლევან მგალობლიშვილი აფეთქების შედეგად დაზარალებულებზე - ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაბინავება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 მოქალაქიდან ერთი ბავშვია. როგორც მგალობლიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. "ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე, სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ერთი მოქალაქე, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაბინავება და ქალაქის მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. საუბარია სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაზე, ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ასევე ვიმყოფებოდით კლინიკაში, სადაც მკურნალობას გადის 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა. ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქება სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)