|
2025-01-13 22:07:30, 687 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი - პატივს ვცემთ გუნდის წევრების უფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას
Tbc ბანკი განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება სამსაათიან საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას და აღნიშნავს, რომ ბანკი იცავს მათი გუნდის წევრების გამოხატვის თავისუფლებას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მათთვის საბანკო სერვისების მიწოდება უპირველესი პასუხისმგებლობაა. "თიბისი, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია, პატივს სცემს და განუხრელად იცავს მისი გუნდის წევრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას. ცნობისთვის, დღეს, პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე და პროტესტში ჩართული აქტივისტები [პაატა ციკოლია, კახა კინწურაშვილი, ელენე ქაიხოსროშვილი, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი] თიბისი ბანკის გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს შეხვდნენ და როგორც ირკვევა, მიიღეს პირობა, რომ პრობლემები არ შეექმნებათ ბანკების თანამშრომლებს, რომელთაც სურვილი ექნებათ, მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო გაფიცვაში. საყოველთაო გაფიცვა 15 იანვარს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე იგეგმება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)