|
2025-01-13 17:10:51, 450 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი - ხალხი რუსული ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად იბრძვის
ხალხი რუსული ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად იბრძვის და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი მარტო არ არის დატოვებული, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ჩამოსვლას. როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, „მიმდინარე მოვლენების გამო, ახლა ქვეყანა საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრშია“. „გულწრფელად რომ გითხრათ, მერჩივნა ჩვენი ქვეყანა ყურადღების ცენტში იმ პოზიტიური რეფორმების განხორციელებით იყოს, რომელსაც „ძლიერი საქართველო“ და სხვა პროდასავლური პარტიები წინასაარჩევნოდ ვამზადებდით ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უფლებების დასაცავად. მათ შორის, მირჩევნია, დღეს საქართველოში ვითარება იყოს, როცა ინტენსიური მუშაობა წარიმართებოდა სასამართლოს რეფორმაზე, მედია გარემოს უსაფრთხოებაზე. ეს არის რაზეც, ქართველ ხალხს სურდა, რომ არჩევნების შემდეგ მუშაობა ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან არჩევნები რუსულმა რეჟიმმა მიიტაცა, ეს შეუძლებელია. ხალხი რუსული ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად იბრძვის და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი მარტო არ არის დატოვებული",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)