15:44 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 17:02:40, 537 ნახვა

მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი 17 იანვარს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავა

ირანის პრეზიდენტი 17 იანვარს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

„მოსალოდნელია, რომ განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

როგორც კრემლის პრესსამსახურში აღნიშნავენ, პუტინი და პეზეშკიანი ხელს მოაწერენ რუსეთ-ირანის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას.

„მოლაპარაკების შემდეგ ვლადიმერ პუტინი და მასუდ პეზეშკიანი ხელს მოაწერენ რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, ასევე გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics