|
2025-01-13 12:59:15, 400 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - მოცემულობა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით არასახარბიელოა
დღევანდელი მოცემულობა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით არასახარბიელოა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან შეცვალა თანამშრომლობის დინამიკა. „ჩვენი ტრადიციული პარტნიორები, მოკავშირეები და მეგობრები იქცნენ ნომერ პირველ კრიტიკოსებად და შეიძლება ითქვას, მედროშეებად საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის და ზეწოლის განხორციელების კუთხით. ამ შემთხვევაში, მე საუბარი მაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე. რა არის მათი ამგვარი ქმედების საფუძველი, ეს კიდევ ცალკე თემაა. მე ამას ვუკავშირებ გაზრდილ უსაფრთხოების გამოწვევებს ჩვენს რეგიონში, დიდ რეგიონს - ევროპას ვგულისხმობ. ფაქტია, რომ გარკვეული შიშები არსებობს და შიშებით თუ ავხსნით იმ გამძაფრებულ რეაქციებს, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ამოძრავებს ჩვენს ზოგიერთ პარტნიორ ქვეყანას. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელიც არასახარბიელოა. არავის არ მოგვწონს ის მდგომარეობა, რომელშიც არის საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები. თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გარკვეული მოცემულობები, სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გვესმის, ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს და სულ სხვაგვარი შესაძლებლობები გაჩნდეს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)