|
2025-01-13 09:29:08, 389 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი კოენი - ივანიშვილს ქართველები რუსეთთან ახლოს მიჰყავს, სადაც მისი გული და მისი ფულია
აშშ-ის ახალი მოწვევის კონგრესმა კი მუშაობა უკვე დაიწყო და საქართველოზე ორი მნიშვნელოვანი კანონპროექტის ინიციირებაც მოასწრო. ერთი განახლებული "მეგობარი აქტია", მეორე კი - "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი". ორივეს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ანუ მისი ინიციატორები არიან კონგრესმენები როგორც რესპუბლიკური, ისე - დემოკრატიული პარტიიდან. "ქართული ოცნება კოშმარად იქცა"- ეს დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის სიტყვებია, რომელიც ახლა უკვე კონგრესში წარდგენილი საკანონმდებლო აქტის სახელი გახდა. "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კრძალავს "ქართული ოცნების" მთავრობის აღიარებასა და მასთან ურთიერთობის ნორმალიზებას, ასევე რაიმე ტიპის თანამშრომლობას ან კომუნიკაციას, რომელიც იმას მიანიშნებს, თითქოს მას ლეგიტიმურად აღიარებენ. საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე და აშშ-სთან ურთიერთობის მომავალზე კონგრესში ტენესის შტატის წარმომადგენელი, დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი "ამერიკის ხმას" ესაუბრა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)