|
2025-01-11 16:57:28, 519 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - თქვენი დრო მოვიდა, ჩამოაყალიბეთ ახალი პარტიები
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ზუგდიდში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ არჩევნებისთვის მხოლოდ მოწოდება არ არის საკმარისი და აუცილებელია ყველაფრისთვის მზადება. მისი თქმით, დღეს საჭიროა ახალი პარტიების ჩამოყალიბება, რომლებიც ასახავენ საქართველოს, რომელიც ახლა იბადება.
პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი გამოსავალი მიმდინარე კრიზისიდან, და ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, რასაც ისინი და მათი მეგობრები მთელს მსოფლიოში ითხოვენ.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ კარგად მომზადებული არჩევნებით და ოპოზიციური პარტიების მრავალფეროვნებით შეიძლება დამკვიდრდეს მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია. „დიდება საქართველოს!“ – აღდგენით სიტყვით დასრულა თავისი გამოსვლა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)