|
2025-01-11 11:57:12, 597 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და ვეფხია კასრაძის საქმეზე სხდომა გრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და კიდევ ექვსი პირის საქმე განიხილება, ადვოკატებისთვის დამატებითი მაგიდა მიიტანეს. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლოს სხდომათა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით. მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სათანადო სამუშაო პირობები არ იყო უზრუნველყოფილი, რადგან ადვოკატები მაგიდასთანაც კი კომფორტულად ვერ ისხდნენ. დარბაზში მაგიდის შეტანას დაკავებულთა ოჯახის წევრების მხრიდან ტაში და სიცილი მოჰყვა. ამ ეტაპზე სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით გრძელდება. პროკურატურა მოითხოვს, რომ ყველა დაკავებული კვლავ პატიმრობაში დარჩეს. პროკურორების მტკიცებით, არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და გამოძიების ხელის შეშლის საფრთხე. მათივე განცხადებით, საქმეზე საგამოძიებო ვადა გაგრძელდა და ჩასატარებელია მთელი რიგი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები. პროკურორების თქმით, ბრალდებულთა თავისუფლებაში ყოფნა ამ პროცესს ხელს შეუშლის. ბრალდებები და სასჯელის მოლოდინი დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანარჩენი ხუთი ბრალდებული – გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილები და მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)