|
2025-01-11 09:59:17, 2046 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის იერიშები უკრაინაზე გრძელდება
უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ ინტენსიური სარაკეტო და დრონებით იერიშებია. რუსეთის ძალებმა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სარაკეტო დარტყმები მიიტანეს კიევის, სუმისა და ხარკოვის ოლქებზე. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი აქტიურად იყენებს დრონებსა და რაკეტებს, რასაც მძიმე ინფრასტრუქტურული ზიანი და მსხვერპლი მოჰყვა. კიევის ოლქში დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები, ხოლო ხარკოვში საცხოვრებელი შენობებია განადგურებული. უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევებს ახორციელებენ, მათ შორის, კურსკის ოლქის მიმართულებით. ცნობილია, რომ დაზიანდა რამდენიმე ობიექტი რუსეთის ტერიტორიაზე. დონეცკის ოლქში ბრძოლები განსაკუთრებით ინტენსიურია. პოკროვსკისა და კურახოვეს მიმართულებით რუსული ძალები ცდილობენ უკრაინის თავდაცვის ხაზების გარღვევას, თუმცა უკრაინის არმია წარმატებით ინარჩუნებს პოზიციებს. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა კვლავ აქტიურია. უკრაინის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორებთან დამატებითი შეიარაღებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)