11:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 16:41:21, 2239 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - აშშ-ის ხელმძღვანელობა აპირებს, უკრაინაში კონფლიქტის გასაგრძელებლად ყველაფერი გააკეთოს

შეერთებული შტატები, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობით, აპირებს გააგრძელოს ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ უკრაინაში კონფლიქტი გაგრძელდეს, ევროპის ქვეყნები მის კვალს მიჰყვებიან,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე კომენტირებისას განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ქვეყნები აგრძელებენ თავიანთი პოლიტიკური ნების გამოცხადებას და აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. შეერთებული შტატები, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობით, რომელსაც 10 დღე აქვს დარჩენილი, აპირებს გააგრძელოს ყველაფრის გაკეთება ომის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნები ამ ზოგადი ხაზის გავლენას განიცდიან. ეს არის ის, რაც ეხება შეერთებული შტატების ამჟამინდელ ადმინისტრაციას და მის სატელიტებს, რომლებიც „რამშტაინში“ იმყოფებოდნენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალებს და დამხმარე აღჭურვილობას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics