12:49 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 22:37:50, 402 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: კოალიციის დაშლაზე საუბარი არ ყოფილა

„შეხვედრაზე კოალიციის არანაირ დაშლაზე    საუბარი არ ყოფილა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტიისა“ და პრემიერის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე - დარჩება თუ არა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, უსუფაშვილმა ასე უპასუხა:

„მე გეუბნებით სტრატეგიულ  თანამშრომლობაში ვართ და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის  გეგმებზე ვისაუბრეთ და მეკითხებით ვინმე დარჩება თუ წავა თანამდებობიდან? ეს არარელევანტურია. კოალიციის არანაირ დაშლაზე  არ იყო საუბარი კოალიციაში, შესაძლო ცვლილებებზე პრემიერმა თავის განცხადებაშიც ისაუბრა. პრემიერი საუბრობდა იმ შესაძლო   და საჭირო ცვლილებებზე, რაც შეიძლება  მოიტანოს შემდგომმა პროცესმა,  მაგრამ ჩვენ შევჯერდით, რომ ამ თემაზე  „რესპუბლიკელები“ და  პარტია „ქართული ოცნება“ პრემიერთან  უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ წავალთ და არა რაიმე სხვა, პირიქით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით შედგა.

პრემიერ-მინისტრი კოალიციაში, "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არსებულ დაპირისპირებას სპეციალური განცხადებით დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მხარეებს მოუწოდა სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი ცვლილებებს განახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics