12:49 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 22:03:58, 558 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში რჩება

„კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ  „რესპუბლიკური პარტია“, პარტია „ქართული ოცნება“  ვრჩებით სტერატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში“,-ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 „შედგა  საუბარი პრემიერთან, კოალიციის ლიდერ ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან. საუბარი იყო  ძალიან საქმიანი, უკიდურესად კეთილგანწყობილი და ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ  „რესპუბლიკური პარტია“, პარტია „ქართული ოცნება“  ვრჩებით სტერატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში და მეტიც,  ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც  მიმართული იქნება მომავალზე იმისათვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები   წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ  მომავალშიც“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით შედგა.

პრემიერ-მინისტრი კოალიციაში, "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არსებულ დაპირისპირებას სპეციალური განცხადებით დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მხარეებს მოუწოდა სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი ცვლილებებს განახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics