|
2025-01-10 10:25:37, 574 ნახვა
საზოგადოება
განათლების მინისტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლას ეწვია და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრმა ოლიმპიადის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს წარმატება უსურვა. როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და იმ ნაკრები გუნდებისთვის კანდიდატების გამოვლენას, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა. 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 64 ქალაქში იმართება. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს 6880-ზე მეტი მოსწავლე. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)