|
2025-01-09 15:34:13, 419 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე „ოცნების“ მიერ საგამოიძებო კომისიის შექმნაზე - მთელი აქცენტი რუსული დეზინფორმაციის მთავარი ხაზის გაძლიერებაა
ფაქტია, მთელი აქცენტი რუსული დეზინფორმაციის მთავარი ხაზის გაძლიერება - რუსეთის თავდასხმის და ოკუპაციის ისტორიის გადაწერის მცდელობა იქნება - ასე ეხმაურება ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი ხატია დეკანოიძე ''ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლითაც "ოცნება" 2003-12 წლების თანამდებობის პირების საქმიანობაზე საგამოძიებო კომისიას ქმნის ,,რეჟიმს წინა ხელისუფლების “შემსწავლელი” საგამოძიებო კომისიის შექმნა გამოუცხადებია. ფაქტია, მთელი აქცენტი რუსული დეიზნფორმაციის მთავარი ხაზის გაძლიერება - რუსეთის თავდასხმის და ოკუპაციის ისტორიის გადაწერის მცდელობა იქნება. პროპაგანდაც ასე მუშაობს: არარეალისტური, ბანალური სტატუს-კვოს, მიმდინარე ბოროტების არსთან შემგუებლობის ნორმალიზება და ყურადღების გადატანის მცდელობა. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ პროტესტით და პოლიტიკური ხედვებით - რეჟიმის შემდეგ რა იქნება საქართველოს გამოწვევები უსაფრთხოების, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით. რა იქნება ჩვენი ახალი საზოგადოების მთავარი საყრდენები და როგორ გავაძლიერებთ ქვეყანას ყველა მინართულებით. ეს არის პოლიტიკური პროცესის მთავარი არსი დღეს, პროტესტის პარარელურად" - აცხადებს დეკანოიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)