|
2025-01-08 17:28:09, 479 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები გამკაცრდა
9 იანვრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. კომპანიის „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, რომელიც „რადიო თავისუფლების“ პროექტმა „ეხო კავკაზამ“ გაავრცელა, აბონენტებს ელექტროენერგია დღეში 6 საათის განმავლობაში გაეთიშებათ. „შეზღუდვები დაწესებულია რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის დაზოგვის აუცილებლობის გამო. მიღებული ზომები მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას და ენერგოსისტემის სტაბილურ მუშაობას“, – განაცხადეს კომპანიაში. ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული კრიზისი „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დაბალ დონეს უკავშირდება. 2023 წლის 11 დეკემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში სამ საათზე ნაკლები დროით მიეწოდებოდა. 23 დეკემბრიდან რუსეთმა „ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება“ დაიწყო. ახალი წლის დღეებში შეზღუდვები დროებით მოხსნილი იყო, თუმცა 9 იანვრიდან ახალი, უფრო მკაცრი რეგულაციები ამოქმედდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე პირობებში აყენებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)