23:13 - 13 Aug, 2026
|
2025-01-08 09:39:42, 964 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში, ენგელსში მდებარე ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, სარატოვის ოლქში მდებარე ენგელსის ქალაქში, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით 25 ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. სარატოვის ოლქის გუბერნატორი, რომან ბუსარგინი, აცხადებს, რომ ხანძარი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული უკრაინული დრონების ნამსხვრევების შედეგად გაჩნდა. აფეთქებები ასევე მოხდა ქალაქ სარატოვში, რომელიც ენგელსისგან მდინარის კალაპოტით არის განცალკევებული. ენგელსში განლაგებულია რუსული ბომბდამშენების ТУ-95-ის საჰაერო ბაზა, რომელზეც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე იერიში მიიტანეს ბოლო პერიოდში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)