|
2025-01-07 22:09:05, 1050 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის 13 სამხედრო მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-8 პოლკის ოპერატორებმა რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის 13 სამხედრო მოკლეს - 5 ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ცეცხლსასროლი იარაღით შეტაკების დროს მოკლეს, ხოლო დანარჩენი 8 უპილოტო საფრენი აპარატებით. ბრძოლის შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატორებმა მოკლული ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების სხეულები და მათი პირადი საბუთები დაათვალიერეს. ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩნდა კოლიმატორული სამიზნით აღჭურვილი ავტომატი, ჩინურ-რუსული რადიოსადგური აზარტი, დრონების დეტექტორი და განსაკუთრებული დოკუმენტი, რომელიც ჩვეულებრივი სამხედრო ბილეთისგან განსხვავდებოდა - სპეცრაზმელთა თქმით, აღმოჩენილი ნივთები შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ის ოფიცერთა შემადგენლობას მიეკუთვნებოდა. გარდა ამისა, სხვა ნივთებთან ერთად, ჩრდილოკორეელ სამხედროს თან ჰქონდა პარტიისადმი წერილობითი მიმართვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)