|
2025-01-06 00:22:57, 525 ნახვა
პოლიტიკა
გენ-პროკურორის მოადგილე- ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს
საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, რომლის თანამდებობიდან წასვლის ამბავი 5 იანვარს ტვ „პირველმა“ გაავრცელა, რადიო თვისუფლებას განუცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება - დაეტოვებინა პოსტი, დიდი ხნის ნაფიქრია და საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება. „არ ვიმყოფები საქართველოში. ამ საკითხზე ვფიქრობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დეკემბერში დავტოვე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ სხვადასხვა განმარტებისგან“ - მოგვწერა ნათია მერებაშვილმა. დღის განმავლობაში ტვ "პირველის" და შემდგომ სხვა მედიების ეთერით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნათია მერებაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად „რეჟიმის ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკა“ დაასახელა და თანამშრომლებთან დამშვიდობებისას თქვა, რომ „ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა“.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)