17:37 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-05 10:12:42, 474 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი - ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ის პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს. - ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონიმა განაცხადა.

"პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავპატიჟე დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სტუმრად. სალომე [ზურაბიშვილი] შესანიშნავია. მოწვევა გავუგზავნე, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის.

ჩემი მოწვევით ჩამოდის ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ბულგარეთის ელჩი სტეფან სტოიანოვი. ტრადიციულად, უცხოელ სტუმრებს ვპატიჟებ, რათა აღვნიშნოთ ტრამპის გამარჯვება.

ცხადია, არსებობს ომის დამნაშავე პუტინის ღერძი, რომელიც მუშაობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან, და ყველა მათგანი მუშაობს ივანიშვილთან, - მილიარდერთან, რომელმაც საქართველოში არჩევნები გააყალბა.

კიდევ ერთხელ, დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და ის აღიარებს, რომ [საქართველოში] გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ქართველი ხალხი ისევე მამაცია, როგორც უკრაინელი ხალხი, როგორც ახლა სირიის ხალხი და როგორც, მე მჯერა, ერთ დღეს, ირანის ხალხი იქნება."- განაცხადა უილსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics