18:12 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-02 14:38:03, 616 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია - რასა იუკნევიჩიანე

საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე წერს.

„მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც დემოკრატიის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შეუძლია ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და საქართველოს რუსეთისადმი დაქვემდებარება დაასრულოს. ის, თუ როგორ გაკეთდეს ეს, თავად ქართულმა საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა გადაწყვიტოს. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე, მით უკეთესი“, - წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, „მიხეილ ყაველაშვილი მარიონეტია და პრეზიდენტის ინაუგურაციის შოუ პაროდიას წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება“.

„საქართველო რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ ომის ფართო სურათის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უნდა გადავწყვიტოთ: რა გავაკეთოთ? არჩევანი მცირეა, ან გამარჯვების მისაღწევად გადაწყვეტილების მიღება, ან აგრესიული რესპუბლიკის არსებობასთან შეგუება. აშშ-მა მნიშვნელოვანი წინმსწრები ნაბიჯი გადადგა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით და მისი საქართველოში რუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად აღიარებით. ახლა დროა, ევროკავშირმა იმოქმედოს“, - წერს რასა იუკნევიჩიანე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics