|
2025-01-02 11:33:49, 498 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - არანაირი გამართლება არ აქვს ნიუ ორლეანში საშინელ თავდასხმას
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ მისი პირველი რეაქცია იყო ბრაზი და იმედგაცრუება. ამასთან, ბაიდენმა ჟურნალისტებთან უპასუხოდ დატოვა ეჭვმიტანილის ვინაობასთან დაკავშირებული კონკრეტული კითხვები.
მანამდე, ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ არანაირი გამართლება არ აქვს ნიუ ორლეანში მომხდარ საშინელ თავდასხმას. განცხადებაში ასევე წერია, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ამ საქმეს ტერორიზმის აქტად იძიებს.
თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, ის 42 წლის შამსუდ დინ-ჯაბარია, რომელიც მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა მოკლეს. აშშ-ში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ბურბონ სტრიტზე სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)