|
2024-12-31 10:11:32, 393 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო - ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
ეუთო-ს თავმჯდომარეობის სამეული 2024 წლის შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სხვა თემებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. ეუთო-ს ე.წ. სამეული, რომლის შემადგენლობაშიც ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა და ფინეთი შედიან, აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია ევროპის უსაფრთხოებას, ნორმებისა და ღირებულებების საერთო სისტემას ძირს უთხრის. განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ აღვნიშნავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის რეალური შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, რაც 2024 წელს ყურადღების ცენტრში იყო. ჩვენ ერთგული ვრჩებით დადგენილი ძალისხმევისა და ინიციატივების, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მუშაობის“, – ნათქვამია განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)