|
2024-12-29 11:42:53, 409 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი -კრიზისი არის ტოტალური. მმართველმა პარტიამ, რომელიც მშვიდობაზე გვესაუბრებოდა, ომი დაუწყო ქართველ ხალხს
“ხელისუფლებისადმი ლოიალური ბიზნესმენებიც გრძნობენ, რომ ეს ქვეყანა ისეთი მიმართულებით მიდის, მათი მომავალიც ვერ იქნება ამ მმართველი პარტიის გვერდით” – ეს განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გააკეთა, სადაც მან მოქალაქეებს მიმართა. მისი განცხადებით კრიზისი ტოტალურია და მშვიდობაზე მოსაუბრე მმართველმა პარტიამ საკუთარ მოქალაქეებს დაუწყო ომი. "ეს ქვეყანა ისეთი მიმართულებით მიდის, დღეს, თუნდაც ხელისუფლებისადმი აქამდე ლოიალურად განწყობილი ბიზნესის ნაწილი, როგორც ყოველთვის ხდება ასეთ ქვეყანაში, გრძნობს, რომ მისი მომავალიც ვერ იქნება ამ მმართველი პარტიის გვერდით. იქ აღარავინ არ დარჩა. რამდენი არიან შიგნით? 100-მდე? 150? არ დავითვალოთ. ჩვენ არ ვითვლით. ჩვენ არ გვჭირდება დათვლა, რადგან ბევრნი ვართ. კრიზისი არის ტოტალური. მმართველმა პარტიამ, რომელიც მშვიდობაზე გვესაუბრებოდა, ომი დაუწყო ქართველ ხალხს და არა მხოლოდ ომი დაუწყო ხალხს, არამედ ყველა წერტილი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ერთობის, ჩამოშალა - სპორტი, კულტურა და ეკლესია. ყველაფერი გაყო და დაყო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)