|
2024-12-28 15:54:28, 498 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა
თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა. ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა. საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით გაბმული აქვთ „ერთობის ჯაჭვი“, რითაც ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ. „ერთობის ჯაჭვში“ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. გალაქტიონის ხიდზე გაკეთებულ ცოცხალ ჯაჭვში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაურიც ჩადგა. მესამე სექტორის წარმომადგენელი "პირველებთან" ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე უწყვეტი პროტესტი დასტურია იმისა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები დანებებას არ აპირებენ. ყველანი ერთად ვართ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში და როდესაც ასეთი ერთობაა, წარმოუდგენელია ეს ბრძოლა წავაგოთ. მგონია, რომ მნიშვნელოვანია, რომ ხალხი არ იღლება. რა თქმა უნდა, ეს პერფორმანსი და ასეთი ტიპის აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ ვიზუალურადაც ვანახოთ ყველას, რომ ჩვენ არ ვიღლებით'', - ამბობს ეკა გიგაური.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)