|
2024-12-28 10:23:45, 406 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო და სილვას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო და სილვას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2025 წელს საწყლოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოს 52 ქვეყნის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები და დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას. ,,ასევე განიხილეს 2028 წელს საქართველოში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის გამართვის შესაძლებლობები. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. ყურადღება დაეთმო ჩემპიონატის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ საქართველოს 2028 წლისთვის ექნება თანამედროვე ტიპის საწყლოსნო კომპლექსი, რომელშიც შესაძლებელი იქნება მსოფლიო და ევროპის დონის შეჯიბრებების ჩატარება, როგორც წყალბურთში, ასევე სხვადასხვა საწყლოსნო მიმართულებით.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)