|
2024-12-26 17:19:10, 478 ნახვა
საზოგადოება
მერია - ისნის რაიონის გამგეობის 2024 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი რჩეულიშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა 48 მისამართზე, 68 930 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. მიმდინარე წელს ყველაზე მასშტაბური პროექტი ს. დოდაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა, სანიაღვრე სისტემა და ახალი ლედ განათება მოეწყო. 6 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. „ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 სპორტულ მოედანს. 17 მისამართზე კი სკვერისა და საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის, რ.გვენცაძის N32-ის მიმდებარედ 3 200 კვ.მ ფართობზე მოეწყო დასასვენებელი და გასართობი სივრცე. სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 172 მისამართზე განხორციელდა; 1 240 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგო; კულტურულ - საგანმანათლებლო და სპორტული 11 ღონისძიება გაიმართა: „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 223 პროექტი განხორციელდა. აქედან 62 ლიფტი რეაბილიტირდა. 54 მისამართზე ქანობიან და ბრტყელ სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ისნის რაიონში 2024 წელს შესრულებული სამუშაოებისათვის ჯამში, 31 607 070 ლარი დაიხარჯა. პრეზენტაციაზე თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)