21:32 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-26 13:58:24, 584 ნახვა

საზოგადოება
პროფკავშირების შენობასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

პროფკავშირების შენობასთან, სადაც გამგეობის სხდომა მიმდინარეობს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც ორგანიზაცია „ლაბორის“ წარმომადგენელი აცხადებს, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნული ორგანიზაციის წევრები სხდომაზე არ შეუშვეს.

„ახლა გამგეობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც განიხილება „ლაბორის“ საკითხი. ამ შეკრებაზე „ლაბორის“ მხრიდან უფლებამოსილი პირები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც არ შეუშვეს, მაგრამ უშვებდნენ თითქმის ყველას. მოვითხოვეთ განმარტება, რატომ არ შეუშვეს ჩვენი იურისტი, თავმჯდომარის მოადგილე... 

მათი მხრიდან მოხდა კარებში ფიზიკური მოწოლა, რასაც ჩვენი მხრიდან თავდაცვა მოჰყვა - თავი შევიმაგრეთ. იმათი მხრიდან იყო მუშტების ქნევა, სილის გარტყმა. სცემეს რამდენიმე ადამიანი, ერთს კბილი მოტეხეს, მეორეს ლოყა გაუხეთქეს. გოგოებსაც დაარტყეს, გვაგინეს, გვლანძღეს. საბოლოოდ კარი ჩარაზეს და უფლებამოსილი პირები შეხვედრაზე არ შეუშვეს“,- განუცხადა ლაბორის“ წარმომადგენელმა „TV პირველს“.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics