21:30 - 20 Aug, 2026
|
2024-12-24 21:02:15, 499 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე პროტესტის 27-ე დღეა - პარლამენტთან საახლწლო განათებები გაითიშა
რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვადასხვა პროფესიისა თუ ასაკის ადამიანები არიან შეკრებილები. საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს. რაც შეეხება საპოლიციო მობილიზებას, ისინი მცირე რაოდენობით არიან ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე. გარდა ამისა, დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამენ საახალწლო განათებები გაითიშა. შეგახსენებთ, დედაქალაქი და სხვა ქალაქები პროტესტმა მას შემდეგ მოიცვა, რაც საზოგადოებისთვის „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა. რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)